რეკლამა

რაჭასა და სვანეთში პირველი თოვლი მოვიდა

რაჭასა და სვანეთში პირველი თოვლი მოვიდა

სინოპტიკოსების პროგნოზით,  22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო),"-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. 

პირველი თოვლი მოვიდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში. ამ დროისთვის გზებზე შეფერხება არ ფიქსირდება. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები