TOPNEWS » მთავარი თემა » ხელისუფლების წარმომადგებლებმა ტყიბულის შახტა დაათვალიერეს

ხელისუფლების წარმომადგებლებმა ტყიბულის შახტა დაათვალიერეს

ხელისუფლების წარმომადგებლებმა ტყიბულის შახტა დაათვალიერეს

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი ადგილობრივი  თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  კომპანია ,,საქნახშირში” იმყოფებოდნენ, სადაც დასაქმებულების სამუშაო პირობებს გაეცნენ  და მიწისქვეშა კომპლექსი დაათვალიერეს.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხელისუფლების წარმომადგენლებს საწარმოს სპეციფიკა, მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებები და განვითარების მასშტაბური გეგმები  კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მიხაილ სოცკიმ გააცნო.

განსაკუთრებული ყურადღება იმ ჰორიზონტებს დაეთმო, სადაც დახრილი ჭაურის მშენებლობის დასრულების შემდეგ ახალი მოპოვებითი ეტაპი დაიწყება - რაც საწარმოს განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu