TOPNEWS » კულტურა » ქუთაისში მხატვრისა და ხატმწერის ოთარ შალიკიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ქუთაისში მხატვრისა და ხატმწერის ოთარ შალიკიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ქუთაისში მხატვრისა და ხატმწერის ოთარ შალიკიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ა(ა)იპ “ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაშიმხატვრისა და ხატმწერის ოთარ შალიკიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც ხელოვანის 65 წლის იუბილეს მიეძღვნა.

გამოფენის გახსნას დაესწრო და  მხატვარს საიუბილეო თარიღი მიულოცა ქუთაისის  მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა. საიუბილეო გამოფენას ასევე დაესწრნენ: მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე, გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

ოთარ შალიკიანი1960 წელს ქუთაისში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის მოსე თოიძის სახ. სამხატვრო ტექნიკუმში კერამიკის სპეციალობაზე. ამჟამად მუშაობს ხელოვნების პედაგოგად. 2017 წლიდან აქტიურად მონაწილეობს მხატვართა კავშირის მიერ მოწყობილ გამოფენებში. არის იმერეთის მხატვართა რეგიონალური ორგანიზაციის წევრი.

ხელოვანს დღემდე მოწყობილი აქვს ხუთი პერსონალური გამოფენა.მის მიერ დაწერილი წმინდა ნინოს ხატი დაბრძანებულია იერუსალიმის პატრიარქის  რეზიდენციაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu