ქუთაისში საბავშვო ორკესტრის დასკვნითი კონცერტი გაიმართა

ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ ნიჭიერთა ათწლედის“ საბავშვო ორკესტრის კონცერტი გაიმართა, რომელშიც ასევე მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა: ნინი სანოძემ (პედაგოგი: ეკა გიორგაძე) და ქრისტინე ქვათაძემ ( პედაგოგი: ხათუნა ჯიმშელეიშვილი).
კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „ნიჭიერთა ათწლედის“ ერთობლივი პროექტის „ ბავშვები ბავშვებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა, რაც გულისხმობდა ორკესტრის მიერ მუსიკალურ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვას იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მოზარდებისათვის. (ორკესტრის ხელ: ირინე ოდიშარია). პროექტის ფარგლებში კონცერტები გაიმართა იმერეთის სხვადასხვა რაიონში.
ქუთაისში, დასკვნითი კონცერტის შემდეგ, საბავშვო ორკესტრი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრა, სადაც გაეცნენ კომპოზიტორის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მუზეუმშივე ჩატარდა მცირე კონცერტი სტუმრებისა და ქუთაისელი ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით.