"საოცარად ნიჭიერი მსახიობი, ადამიანი დაკარგა ქუთაისმა, თეატრმა"

"საოცარად ნიჭიერი მსახიობი, ადამიანი დაკარგა ქუთაისმა, თეატრმა"

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის მსახიობი ზვიად სვანაძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მსახიობი მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა. 

"ძალიან ვწუხვარ, საოცარად ნიჭიერი მსახიობი, ადამიანი დაკარგა ქუთაისმა, თეატრმა. ვუსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს და თეატრალურ საზოგადოებას,"-ამბობს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მსახიობის, პედაგოგის, ღირსეული მოქალაქის ზვიად სვანაძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ  ოჯახს, მის მშობლიურ თეატრს, ქუთაისს და სრულიად საქართველოს,"-აცხადებს კულტურის ააიპის ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები