TOPNEWS » მთავარი თემა » ილია სულამანიძე ქუთაისში იმყოფება
ილია სულამანიძე ქუთაისში იმყოფება
ცნობილი ქართველი ძიუდოისტი, ილია სულამანიძე ქუთაისში იმყოფება.
ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დღეს ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველს, ზაზა გულბიანი შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქართულ სპორტში ახალგაზრდების განვითარების მნიშვნელობასა და სამომავლო სპორტულ გეგმებზე ისაუბრეს. ზაზა გულბიანმა ილია სულამანიძეს მომავალ საერთაშორისო ასპარეზობებზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისი მიღწევები ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის განსაკუთრებული მოტივაციის წყაროა.





