რეკლამა

როგორ ამინდს ელოდებიან შობას საქართველოში?

როგორ ამინდს ელოდებიან შობას საქართველოში?

 7 - 8 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერი +16, +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო 9 იანვრიდან კვლავ შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 8-9 იანვარს დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

 თბილისში უნალექო ამინდი  იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7-8 იანვარს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.  ჰაერის ტემპერატურა   +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 9 იანვრიდან გაწვიმდება და აცივდება.

 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 7-8 იანვარს თბილი და უნალექო ამინდი იქნება,  ჰაერის ტემპერატურა  +18, +20 გრადუსი იქნება, 9 იანვრიდან კი გაწვიმდება და აცივდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 7-8 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი,  ჰაერის ტემპერატურა  +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება, 9 იანვრიდან კი ნალექიანი ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 7-8 იანვარს უმეტესედ უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 9 იანვრიდან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა  +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.  

 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 9 იანვარს ზოგან ნალექიანი ამინდი  იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 9 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსია მოსალოდნელი.  

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 7-8 იანვარს უნალექო ამინდი  იქნება, ხოლო 9 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 7-8 იანვარს უნალექო ამინდი  იქნება, ხოლო 9 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები