ქუთაისში გამართული აქციის მონაწილეებმა ქალაქის მერიის შენობიდან მსვლელობით ჯერ “ქართული ოცნების” ქუთაისის ოფისთან მივიდნენ, ხოლო შემდეგ ასევე მსვლელობით გზა მთავარი მაგისტრალის, ჭავჭავავაძის გამზირისკენ გააგრძელეს.
მსვლელობის მონაწილეებმა საავტომობილო გზაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ფიტული დაწვეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი
საქართველოს რუსეთში დაბრუნებას არ დაუშვებენ და ამისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.