რეკლამა

ტყიბულის სოფელ მუხურაში გზები ეწყობა

ტყიბულის სოფელ მუხურაში გზები ეწყობა

ტყიბულის მაღალმთიან სოფელ მუხურაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. სოფლის მაჟორიტარის, ცოტნე აბესაძის თქმით, პროექტს მთის ფონდი აფინანსებს.

"საკვირაოს უბანში, ბუცხრიკიძეების მიმართულებით ბეტონის გზის დაგების სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დარჩენილია მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამ პროექტმა გადაჭრა მუხურაში ერთ- ერთი ყველაზე ამორტიზებული გზის პრობლემა.
პროექტს აფინანსებს მთის ფონდი.
სამუშაოებს ახორციელებს კომპანია "მეკა".

ასევე, დაგეგმილია შემოდგომის ნაწილში ბარბაქაძეები-ბუიძეების გზის დაწყება, რომლის საპროექტო მონახაზი შექმნილია და მთის ფონდიდან მოთხოვნილია 800-000 ლარამდე ოდენობის თანხა, ამ პროექტისთვის.

მინდა მადლობა ვუთხრა მთის ფონდს,   რომელიც 2019 წლიდან სტაბილურად აფინანსებს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებს მუხურაში. ასევე, მადლობა ეკუთვნის მერიას, რომელიც აღნიშნულ  სამუშაოებს ორგანიზებას უწევს.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ბევრი საქმეა საკეთებელი. ტემპია მოსამატებელი! მოსახლეობას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ჩემგან ყველამ იცის ამის შესახებ,"-ამბობს ცოტნე აბესაძე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები