DMO იმერეთი ATM 2024-ში მონაწილეობს.
Arabian Travel Market (ATM) არის ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში. დუბაის მსოფლიო საგამოფენო ცენტრში ხდება სფეროს წამყვანი ექსპერტების თავმოყრა მთელი მსოფლიოდან და უახლესი ტურისტული პროდუქტების წარდგენა ვიზიტორებისთვის.
"ყოველწლიურად ღონისძიებას ესწრებიან ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, სამთავრობო დელეგაციები, ჟურნალისტები და ინტერნეტ ბლოგერები, რათა განიხილონ ბაზრის პერსპექტივები და უახლესი ტენდენციები. ATM 2024 კონფერენციებს, სემინარებსა და ლექციებს, სადაც ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტები მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას,"-აცხადებენ DMO იმერეთში.