რეკლამა

დაუღალავად ვიშრომებთ, რომ ვაშენოთ და ვაკეთოთ-ხონის მერის მილოცვა მოსახლეობას

დაუღალავად ვიშრომებთ, რომ ვაშენოთ და ვაკეთოთ-ხონის მერის მილოცვა მოსახლეობას

ხონის მერი ლადო ჯურხაძე მოსახლეობას 2024 წლის დადგომას ულოცავს. მერი იმ ცვლილებებზე საუბრობს, რომელიც მუნიციპალიტეტს 2023-მა წელმა მოუტანა.

"გავაცილეთ წარმატებული 2023 წელი, რომელმაც ბევრი მიღწევა და შედეგი დაგვიტოვა: სწორად დაგეგმილმა და განხორციელებულმა პროექტებმა ხონი კიდევ უფრო გაალამაზა, ათასობით მოქალაქემ ისარგებლა მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით, ადგილობრივ ახალგაზრდებს უპრეცედენტოდ ბევრი, ხარისხიანი საგანმანათლებლო, გასართობი, სპორტული და კულტურული აქტივობები შევთავაზეთ, უამრავი ტურისტი სტუმრობდა ხონს, ავამოქმედეთ მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები, გავზარდეთ თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის ინდექსი, ხელი შევუწყვეთ შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამების ამოქმედებას, გავაახლეთ დასუფთავების  მიმართულებით არსებული დაზიანებული ინფრასტრუქტურა, დამატებით მოვიზიდეთ ფინანსური რესურსები , რომელიც ჩვენი ქალაქის  ინტეგრირებული განვითარების მიმართულებით იხარჯება. რა თქმა უნდა, წინ ბევრი გამოწვევა გვაქვს.

2024 წელს ახალი იმედებით, მეტი ენერგიით ვეგებებით. ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის რეალურმა შესაძლებლობამ თითოეული ჩვენგანის  მოტივაცია გაზარდა. ხონის ევროპული ქალაქია აწმყოთი და წარსულით, განათლებით, კულტურული და ეკონომიკური  შესაძლებლობებით და გვსურს ეს პოტენციალი ღირსეულად წარმოვაჩინოთ. დაუღალავად ვიშრომებთ, რომ ვაშენოთ, ვაკეთოთ და  მოვაგვაროთ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, რომლებიც დღემდე გამოწვევაა. თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით, თქვენი ჩართულობით, მჯერა, კიდევ უფრო წარმატებულ წელს მივითვლით. 

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას! ახალი წელი  წელი ბევრი პოზიტიური შედეგის მომტანი ყოფილიყოს ყველა ხონელისთვის, ჩვენი საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის!,"-ნათქვამია მერის მილოცვაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები