რეკლამა

რა შეცვალა 2023-მა წელმა რაჭის რეგიონისთვის?-გუბერნატორი მოსახლეობას მიმართავს

რა შეცვალა 2023-მა წელმა რაჭის რეგიონისთვის?-გუბერნატორი მოსახლეობას მიმართავს

რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მხარის მოსახლეობას  ახალ წელს ულოცავს.

"გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას! ახალი, 2024 წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის წინსვლის, წარმატების, ერთიანობის, კეთილდღეობისა და კიდევ უფრო მეტი განვითარების მომტანი! ახალ წელს სურვილების ასრულების იმედით ვხვდებით და პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ ამ ახალ წელს საერთო მშვიდობა მოეტანოს დედამიწაზე, რათა ჩვენ ყველამ შევძლოთ ვიყუროთ წინ, ვიფიქროთ მომავალზე, განვითარებაზე და ახალი ამბიციური პროექტების განხორციელებაზე.  

2023 წელი გამოწვევებით დატვირთული იყო ჩვენი რეგიონისთვის და მეტიც იყო ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტრაგედიები. სამწუხაროდ, შოვის სტიქიურმა უბედურებამ 32 ჩვენი თანამოქალაქე იმსხვერპლა, რის გამოც მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ჩემი ღრმა წუხილი თითოეული დაკარგული სიცოცხლის გამო. მინდა მათი ოჯახის წევრებს ვუსურვო გამძლეობა და სიმტკიცე, ჩვენ ყველამ ერთად, ღირსეულად, უნდა გავუძლოთ ამ დიდ ტკივილს. ამავე დროს მინდა მადლობა ვუთხრა სტიქიის პირველივე წუთებიდან სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ყველა პირს გაწეული, თავდაუზოგავი შრომისთვის.

გასული წელი წარმატებებითაც აღინიშნა სხვადასხვა კუთხით, – ჩვენს რეგიონს წინსვლა არ შეუჩერებია არც ერთი წუთით. განხორციელდა მრავლი მასშტაბური პროექტი  და საფუძველი ჩაეყარა ახლის მშენებლობასაც. მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, სხვადასხვა ფონდებიდან განხორციელდა- 65 პროექტი და ჯამში დაიგო 75-კმ-მდე ასფალტო ბეტონის საფარი. გარდამტეხ ფაზაშია ლენტეხი-ლასდილის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც საშუალებას მისცემს ვიზიტორებს ცაგერი-ლენტეხის გავლით, უმოკლესი გზით მოხვდეს მესტიაში.

 საფუძველი ჩაეყარა ქალაქ ამბროლაურში კოსტავას ქუჩის მიმდებარედ, მდ. კრიხულას სანაპიროზე, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული როლის გაზრდის მიზნით, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობას, რაც უზრუნველყოფს, ამბროლაურის, როგორც რეგიონის ცენტრის ფუნქციური როლის გაზრდას. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით რეგიონის მასშტაბით მოეწყო და რეაბილიტირდა 26 ტურისტული ლოკაცია და ლოკაციებამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურა. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნა ქალაქ ამბროლაურში, სადაც ეროვნული გამოცდები ადგილზე120 - მდე აბიტურიენტმა ჩააბარა.

 პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და კვლავ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, სკოლების, ბაღების, სპორტული მოედნების, წყალსადენების, გაზიფიცირების, საგზაო ინფარასტრუქტურის მოწესრიგებისა და მშენებლობის სამუშაოები.

აღსანიშნავია, სახელმწიფოს მარდაჭერა 2023 წლის რთველის მიმდინარეობისას. ყურძნის ჯიშებზე შენარჩუნდა გასული წლის ფასი და მევენახე ფერმერებმა სრულად შეძლეს მოსავლის დაბინავება. სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ დარგის ხელშეწყობა მომავალშიც გაგრძელდება.

 ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრალური ხელისუფლებისა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, მზად ვართ კიდევ უფრო მეტი შემართებით და გულწრფელობით ვემსახუროთ ჩვენს ძვირფას რეგიონს იმისთვის, რომ გავხადოთ უფრო მიმზიდველი და სიცოცხლით სავსე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!,"-ამბობს პაპუნა მარგველიძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები