TOPNEWS » დღის მთავარი ამბავი » რაჭაში ველოსპორტის განვითარება იგეგმება

რაჭაში ველოსპორტის განვითარება იგეგმება

რაჭაში ველოსპორტის განვითარება იგეგმება

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე რაჭაში ველოსპორტის განვითარების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა ველოსპორტის განვითარების ინიციატივის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ჯმუხაძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ილია კენჭაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანიშვილი, მერის პირველი მოადგილე ასლან საგანელიძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu