TOPNEWS » მთავარი თემა » “ბავშვები ბავშვებისათვის”-ქუთაისში საბავშვო ორკესტრის კონცერტი გაიმართება

“ბავშვები ბავშვებისათვის”-ქუთაისში საბავშვო ორკესტრის კონცერტი გაიმართება

“ბავშვები ბავშვებისათვის”-ქუთაისში საბავშვო ორკესტრის კონცერტი გაიმართება

3 ოქტომბერს, 16:00 საათზე ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში  თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“  საბავშვო ორკესტრის კონცერტი გაიმართება, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები: ნინი სანოძე (პედაგოგი: ეკა გიორგაძე) და ქრისტინე ქვათაძე ( პედაგოგი: ხათუნა ჯიმშელეიშვილი).

კონცერტი  საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „ნიჭიერთა ათწლედის“ ერთობლივი პროექტის „ბავშვები ბავშვებისათვის“  ფარგლებში  ჩატარდება, რაც გულისხმობს ორკესტრის მიერ მუსიკალურ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვას იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მოზარდებისათვის. (ორკესტრის ხელ: ირინე ოდიშარია).  პროექტის ფარგლებში კონცერტები უკვე გაიმართა იმერეთის სხვადასხვა რაიონში.

3 ოქტომბერს, კონცერტის დაწყებამდე, 14:30 საათზე საბავშვო ორკესტრი ესტუმრება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მემორიალურ სახლ-მუზეუმს, სადაც  მსურველებისათვის აგრეთვე ჩატარდება  მცირე კონცერტი. 

 კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.

პროექტის “ბავშვები ბავშვებისათვის მიზანია: კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და „ნიჭიერთა ათწლედის საბავშვო ორკესტრის“ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლების ფართე საზოგადოებისთვის გაცნობა; იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში (თერჯოლა, სამტრედია, ტყიბული, წყალტუბო, ხონი, ბაღდათი, ვანი), მოზარდებში კლასიკური მუსიკალური ხელოვნების მიმართ მეტი დაინტერესება; „ნიჭიერთა ათწლედის“ და იმერეთის რეგიონების მოსწავლეების ერთობლივი აქტივობების განხორციელება; მოზარდებში კლასიკური მუსიკასადმი სიყვარულის გაღვივება, პროფესიული სპეციფიკის, უნარების და საბაზისო კომპეტენციების გამომუშავებაში დახმარება ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის და სხვა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu