რეკლამა

ვანში ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა

ვანში ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა

  1-ელ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის და ააიპ სახელოვნებო, განათლებისა და  ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ვანის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში პატარებისთვის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე დაესწრო.

ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანი იყო: ბავშვებისთვის საყვარელმა ანიმაციურმა პერსონაჟებმა მუსიკალური პერფორმანსი გამართეს. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელები, რომლებმაც სხვადასხვა   ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს  და  წაიკითხეს ლექსები.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 1950 წლიდან აღინიშნება.  მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება  ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და აღზრდა-განვითარებისათვის.


ტეგები:

Facebook - კომენტარები