ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული სტარტაპი - Roamingo შემოვიდა, რომელიც უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს, eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს.
Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM-ბარათს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეარჩიოს ქვეყანა და შეიძინოს გიგაბაიტები გაცილებით დაბალ ფასად და სასურველი ვადით.
ხელმისაწვდომია გადახდის ყველა ძირითადი საშუალება: Amex, Visa, Mastercard ბარათები, Apple Pay და Google Pay სწრაფი და დაცული გადახდების გლობალური სერვისები.
ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს, 10 დღის განმავლობაში, Roamingo-სგან ფასდაკლება ელოდებათ.