ამბროლაურის მუნიციპალიტეტში "თაფლის ტესტირების ლაბორატორია" გაიხსნა.
"პროექტის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილი იქნა თაფლის ტესტირებისათვის საჭირო აღჭურვილობა, რომელიც კონკურენტუნარიანს გახდის ადგილობრივ 120 მეფუტკრეს და ასევე, ხელს შეუწყობს საკვების უსაფრთხოებას საქართველოში. პროექტის ბიუჯეტია: 82,252 ამერიკული დოლარი.
პროექტი განხორციელდა გრასრუტების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, რომელიც დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა,"-აცხადებენ რაჭის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.