პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი შალვა კერესელიძე რაჭაში, მევენახეებს შეხვდა. მისი თქმით, მდგომარეობა რთულია.
"ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად შევხვდით რაჭისა და ლეჩხუმის ადგილობრივ მევენახე - ფერმერებს. მოვისმინეთ მათი პრობლემები, გასაჭირი, თუ რა გამოწვევებისა და სირთულეების წინაშე დგანან მიმდინარე წლის განახევრებული ყურძნის მოსავლის აღებასთან და ფასთან დაკავშირებით.
უკიდურესად რთულია, როდესაც მთელი წლის დიდი წვალების შემდეგ, შრომა კაცს ღირსეულად არ გიფასდება და მოსავლის ნახევარსაც კი ვერ ღებულობ. ძნელია, ერთდროულად ებრძოლო სხვა და სხვა დაავადებებს, როდესაც ქვეყანაში უკონტროლოდ უხარისხო შესაწამლი საშუალებები შემოდის და შემდეგ უკვე განახევრებული მოსავლის რეალიზაციაზე და შემდგომ განვითარებაზე იფიქრო მაშინ, როცა ხელისუფლების თანადგომა მხოლოდ ფასადურია.
ვენახებთან ერთად ლეჩხუმში მოვინახულეთ საკალმახე მეურნეობებიც. ადგილობრივ ფერმერებს გავაცანით ჩვენი გუნდის ხედვები, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში სოფლის მეურნეობა და მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობა მაღალმთიან რეგიონებში. ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა დავუდგეთ გვერდით და შევეხიდოთ გამრჯე ფერმერებს, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს და პრიორიტეტულ დარგს შევუნარჩუნოთ უძველესი და უნიკალური ვაზის ჯიშები,"-ამბობს კერესელიძე.