TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გაიხსნა

ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გაიხსნა

ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ქუთაისში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გახსნა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილე გაგა კირკიტაძესთან ერთად, ახლად აშენებული ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

ქუთაისში მდებარე ახალი ბაზის ტერიტორია 150-მდე თანამშრომელზეა გათვლილი. ტერიტორიაზე მოწყობილია თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები.

ასევე მოეწყო სხვადასხვა დანიშნულების სივრცე, მათ შორის, გამნაღმველებისთვის განკუთვნილი სპეციალური შენობა და კინოლოგიის სამსახურის ძაღლებისთვის ვოლიერები. ბაზაზე ასევე აშენდა სასადილო და სპორტული დარბაზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის სამუშაო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ასევე, ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლება აქტიურად გრძელდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu