დასავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა. საქმის განხილვა 16:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებში მიმდინარეობს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს შემდეგი შემადგენლობით: ზაზა რამიშვილი (მომხსენებელი), ხათუნა ხომერიკი და შოთა სირაძე.
როგორც მხარეები აცხადებენ, ისინი ქუთაისის 17 უბნის და ზუგდიდის 4 უბნის ბათილობას ითხოვენ.