რეკლამა

ჭიათურაში სამი მაღარო დაიხურა-კომპანია მიზეზად გახშირებულ მეწყერებს ასახელებს

ჭიათურაში სამი მაღარო დაიხურა-კომპანია მიზეზად გახშირებულ მეწყერებს ასახელებს

ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებამ სამთო-მოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა, რის გამოც "ჯორჯიან მანგანეზმა" დროებით დახურა ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედი სამი მაღარო, - ამის შესახებ "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კომაპნიის ცნობით, გადაუღებელმა წვიმებმა მეწყრული პროცესები გააქტიურა და ე.წ. ვაკე-ტყვეების მაღაროებზე ნაპრალები შეინიშნება.

"მეწყრული პროცესები განვითარდა ჭიათურის სოფელ ქვაციხეშიც, ზედა ჩუბინიძეების უბანში. უხვი ნალექის შედეგად, მთიდან მიწის მასა ჩამოიშალა. ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, რა ღონისძიებები გატარდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში, სადაც ამ წუთებშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან. მეწყრული პროცესი განვითარდა სოფელ რცხილათის დამაკავშირებელ გზაზეც, სადაც მიწის მასა და ქვა-ღორღია ჩამოტანილი,"- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები