ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ხელედიდან სკალდის მიმართულებით ძველი საავტომობილო (სამეურნეო) დანიშნულების გზის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები-ინფორმაციას ამის შესახებ ლენტეხის მერია ავრცელებს.
მათი თქმით, სკალდის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურისტული თვალსაზრისით, ასევე, იმ მომლოცველებისთვის, რომლებიც ყოველწლიურად სვანურ ტრადიციულ დღესასწაულზე "სკალდობაზე“ სტუმრობენ მონასტერს.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს "ელიტ ბაილდერს გრუპი’’ ასრულებს, რომლის ღირებულება 301, 718 ლარს შეადგენს.
უძველეს ძეგლებამდე და ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზების მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა.