TOPNEWS » სპორტი » ონში ჩემპიონებსა და პრიზიორებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ონში ჩემპიონებსა და პრიზიორებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ონში ჩემპიონებსა და პრიზიორებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 2025 წლის საქართველოს ჩემპიონებსა და პრიზიორებს 23 წლამდელთა შორის-თორნიკე სამხარაძეს და ლუკა გუგეშაშვილს, 2025 წლის საქართველოს ჩემპიონს და ევროპის პრიზიორს  თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, მირიან მაისურაძეს გულშემატკივრებმა მშობლიურ ქალაქში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

რეგიონის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და ონის მუნიციპალიტეტისა და სამხარეო ადმინისტრაციის სახელით მადლობის სიგელები გადასცეს.

საქართველოს ჩემპიონებს ფულადი ჯილდო  3 000 ლარი გადაეცემათ, საქართველოს ჩემპიონს და ევროპის პრიზიორს  5 000 ლარი, ხოლო ვერცხლის პრიზიორი 2 500 ლარით დაჯილდოვდება.

ღონისძიების ფარგლებში ონის საჭიდაო სკოლის შენობას შოთა მაისურაძისა და დავით გობეჯიშვილის სახელიები მიენიჭა. ასევე, დღეს სტარტი აიღო შურა მაისურაძისა და დავით გობეჯიშვილის რესპუბლიკურმა ტურნირმა, რომლის საფინალო შეხვედრები ხვალ გაიმართება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu