ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მოადგილეებმა - გოჩა ჭუბაბრიამ და ვლადიმერ ხელაძემ, მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად გვირგვინებით შეამკეს 9 აპრილს მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა სულებს.
ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა ღონისძიება. მერმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას, აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
დღეს 35 წელი შესრულდა 1989 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან, როცა საბჭოთა ჯარისკაცებმა რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიან მომიტინგეებს გზა ტანკებით ჩაუხერგეს, შემდეგ კი დემონსტრანტებს ნიჩბებით და მხუთავი აირით გაუსწორდნენ, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა.
ამ მოვლენებიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.