ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი მსურველებს სრულიად უფასოდ, მოთხოვნად სპეციალობებზე სწავლას სთავაზობს.
“ვებ-დეველოპმენტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა. სფეროს მასშტაბიდან გამომდინარე, კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა არის ყველგან, როგორც ლოკალურ ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
სწორედ ამიტომ, ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის მომგებიანი კარიერული შესაძლებლობების შესაქმნელად სასწავლო პროცესი დავიწყეთ პროგრამირების სამ სხვადასხვა მიმართულებაზე.
კურსების ფარგლებში სტუდენტები სრულიად უფასოდ ეუფლებიან Java-ს, Python-ს, Node-ს, რომლებიც ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი ენებია.
პროგრამირების მიმართულების მენტორი ალექსანდრე ლობჟანიძეა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული პლატფორმის - TikTok-ის ინჟინერია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მანამდე კი მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიაში, Amazon-ში მუშაობდა ტექნიკური ლიდერის პოზიციაზე.
მეტი ინფორმაციისთვის: 591 004 928
ჩვენი მხარდამჭერია “ჯორჯიან მანგანეზი”,-აცხადებენ ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრში.