TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს

ქუთაისში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს

ქუთაისში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს


ინტენსიურად მოსული ნალექის გამო, ქუთაისში, მდინარე ოღასკურას ადიდების შედეგად, ავტომშენებლის გამზირზე, N38 კორპუსის მიმდებარედ არსებული ხიდი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

“დაზიანებული ხიდი საფრთხეს წარმოადგენს  როგორც საფეხმავლოდ, ასევე, ავტოტრანსპორტისთვის. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ხიდის დემონტაჟის შესახებ.

სადემონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. ოღასკურას აღნიშნულ მონაკვეთზე ახალი ხიდი უახლოეს დღეებში მოეწყობა,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu