TOPNEWS » მთავარი თემა » ვანის მერიამ მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისთვის სურსათის და პირველადი მოხმარების პროდუქტების დარიგება დაიწყო
ვანის მერიამ მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისთვის სურსათის და პირველადი მოხმარების პროდუქტების დარიგება დაიწყო
ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისთვის სურსათის და პირველადი მოხმარების პროდუქტების დარიგება დაიწყო. საჭირო პროდუქტს ყველა ის მოქალაქე იღებს, ვისაც განსაკუთრებით ესაჭიროება გვერდით დგომა.
“ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა დღის ბოლომდე მოსახლეობას პროდუქტი მიეწოდოს.
პროცესში ჩართულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და თავდაცვის სამინისტროს ძალების წარმომადგენლები,”-აცხადებენ ვანის მერიაში.





