TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, ღამით დაზიანებულ ცნობილ ნახატს მერია აღადგენს

ქუთაისში, ღამით დაზიანებულ ცნობილ ნახატს მერია აღადგენს

ქუთაისში, ღამით დაზიანებულ ცნობილ ნახატს მერია აღადგენს

ქუთაისში, "მონპლეზირის" თაღთან დაზიანებულ მხატვრობას ქალაქის მერია აღადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ მერია თავად ავრცელებს. 

"პოპულარული და ყველასთვის საყვარელი კედლის მხატვრობა დააზიანეს!  ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის დაზიანება არ არის ქალაქისთვის მხოლოდ მატერიალური ზიანის მიყენება.

ვანდალური აქტის ჩამდენი აუცილებლად იქნება გამოვლენილი. გრაფიტს კი, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქალაქშია და მათ შორის ქუთაისშიც, მალე ისევ აღვადგენთ!,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში. 

ცნობისთვის, ფრანგი მხატვრის, ვინის ნამუშევარი, რომელიც ქუთაისის "მონ პლეზირის" თაღს (ასევე ქალაქის ფრანგულ უბანს) ამშვენებდა, შავი საღებავით დააზიანეს.
საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu