TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში მეშვიდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია გრძელდება

ქუთაისში მეშვიდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია გრძელდება

ქუთაისში მეშვიდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქუთაისის N7 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

 სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ქუთაისის მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია გაეცნენ.

 სამშენებლო ობიექტის ადგილზე შემოწმება წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელდა, რაც მიმდინარე სამუშაოების ფაქტობრივი მდგომარეობის, ტემპისა და ხარისხის ადგილზე შეფასებას ემსახურება.

 პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სკოლის შენობის სრული განახლება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად. სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს სასწავლო სივრცეების მოწესრიგებას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განახლებას, მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და კომფორტული გარემოს შექმნას.

 პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სპორტული დარბაზის მოწყობა, რაც მოსწავლეებს შესაბამის პირობებს შეუქმნის სპორტული და ფიზიკური აქტივობებისთვის.

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი ფონდს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ (ESIDA) გადასცა განსახორციელებლად.

"მუნიციპალური განვითარების ფონდი სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებზე წინასწარი შეტყობინების გარეშე მონიტორინგის პრაქტიკას სისტემატურად გააგრძელებს. მონიტორინგის ფარგლებში შეფასდება სამუშაოების ფაქტობრივი მიმდინარეობა, ტემპი და ხარისხი. გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით კონტრაქტორ კომპანიებს მიეცემათ შესაბამისი მითითებები და მათი აღმოფხვრისთვის კონკრეტული ვადები განესაზღვრებათ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფონდი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იმოქმედებს,"-ნათქვამია განცხადებაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu