რეკლამა

გიორგი გახარიას პარტია "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

გიორგი გახარიას პარტია "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" გენერალურ პროკურატურას მიმართავს. პარტია "ჯორჯიან მანგანეზში" კორუფციული სქემის შესაძლო არსებობაზე საუბრობს და საქმის გამოძიებას ითხოს.

"განცხადებით მივმართავთ გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებით, რომელიც თითქმის 7 წელია ოპერირებს სპეციალური მართვის რეჟიმში და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მის არაეფექტიან მართვაზე, რითაც ილახება სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების კანონიერი ინტერესი, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს  კორუფციული გარიგებებსა და დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას,"-აცხადებენ პარტიაში.

ცნობისთვის, "ჯორჯიან მანგანეზი", რომელიც მანგანუმის მოპოვებით არის მოპოვებული, საწარმოებს ჭიათურასა და ზესტაფონში ფლობს. კომპანია ჯამში რამდენიმე ათას ადამიანს ასაქმებს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები