რეკლამა

მაშველებმა სტიქიის ზონაში 3 ცხედარი იპოვეს

მაშველებმა სტიქიის ზონაში 3 ცხედარი იპოვეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, დღეს, შოვში ტრაგედიის ადგილზე აღმოჩენილია 3 ცხედარი და 1 სხეულის ფრაგმენტი:

"აღმოჩენილი არის დღეს 3 ცხედარი და 1 სხეულის ფრაგმენტი- გრძელდება ძიების სამუშაოები. 10 მდებარეობაზე ხორციელდება აღნიშნული სამაშველო ოპერაცია, სადაც ჩართულია ტექნიკა. ახალი მდებარეობა არის ალტერნატიულად გაჭრილი გზის მოპირდაპირე მხარეს საკმაოდ დიდი მასივი, სადაც ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, მობილიზებულია მაქსიმალური რაოდენობის ტექნიკა, რაც შესაბამისად 10 მდებარეობაზე გადანაწილებული. მოსალოდნელი მდებარეობების დამატების ფონზე, უკვე წინასწარ ვზრუნავთ იმაზე, რომ შესაბამისი ტექნიკა იყოს მობილიზებული საჭირო რაოდენობით,"- აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები