TOPNEWS » მთავარი თემა » თერჯოლის სოფელ გოგნში გიორგობა მიმდინარე წელსაც მასშტაბურად აღინიშნა

თერჯოლის სოფელ გოგნში გიორგობა მიმდინარე წელსაც მასშტაბურად აღინიშნა

თერჯოლის სოფელ გოგნში გიორგობა მიმდინარე წელსაც მასშტაბურად აღინიშნა

6 მაისს საქართველოში  წმინდა გიორგის  ხსენების დღე აღინიშნება.
 
მართლმადიდებლური დღესასწაული  განსაკუთრებული მასშტაბურობით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში აღინიშნება, სადაც წმინდა გიორგის უძველესი სალოცავი არსებობს. გოგნის წმინდა  გიორგის სახელობის ეკლესია VII-VIII საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს. გადმოცემის თანახმად, ეკლესიას კარუგდებელსაც  უწოდებენ, რადგან ტაძარს კარი არ უჩერდებოდა.

ამ დღეს გოგნის კარუგდებელს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ათასობით მომლოცველი სტუმრობს. 

გოგნის უძველესი სალოცავი ძალიან პატარაა მოცულობით, ამიტომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ტაძარი შენდება, რომლის სიმაღლეც 52 მეტრია.

გიორგობას  ქართველი ხალხი წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 6 მაისი წმინდანის  დაბადების დღეა, 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღე აღინიშნება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu