რეკლამა

რა ხდება სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე?

რა ხდება სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე?

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, სამტრედია გრიგოლეთის 51 კილომეტრიანი მონაკვეთი  შედგება 4 ლოტისგან. აქედან მე-2 და მე-4 ლოტზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია. 

„მე-3 ლოტის, შეწყვეტილი ხელშეკრულების მიუხედავად, რომლის ფარგლებშიც ჩვენ წარმატებით ვაწარმოეთ საარბიოტრაჟო დავა და მოვიგეთ, გამოცხადდა ახალი ტენდერი, ახალი კონტრაქტორი გამოვლენილია და დღეს მიმდინარეობს იქ სამუშაოები. პირველ მონაკვეთზე ორი შეწყვეტილი ხელშეკრულებაა. პირველ შემთხვევაში, ეს იყო კომპანია “ალტკომი“, მეორე შემთხვევაში- კომპანია “ აკორდი“. 

მე-3 ლოტზე ტენდერის შედეგად გამარჯვებული კომპანია აწარმოებს ინტენსიურ სამუშაოებს,  რაც შეეხება პირველ ლოტს, სადაც მშენებარე საავტომობილო ხიდზე დაზიანდა ბურჯი, რამაც გამოიწვია ორი მალის ჩამოშლა, მიზეზების დასადგენად, ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსური ექსპერტიზა, რომელსაც, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, ატარებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. 

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შემუშავდება  შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა, თუ როგორ უნდა აღდგეს აღნიშნული ხიდი. ამავდროულად, მიმდინარეობს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. შესწავლის შედეგად, დადგენილი მიზეზების გათვალისწინებით, დაიგეგმება როგორც შემდგომი გადაწყვეტები, ისე პასუხისმგებლობების საკითხი, მათ შორის, დეპარტამენტი ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაგეგმავს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს.  სამხარაულის ბიურო და ის თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რამდენი ხანი სჭირდება კომპლექსური შემოწმებისთვის. 

სამტრედია-გრიგოლეთის პროექტი რამდენიმე მონაკვეთადაა დაყოფილი. 237 მილიონი ლარი მხოლოდ ერთი მონაკვეთის ღირებულება იყო. სწორედ ამ ერთი მონაკვეთის ღირებულებას ოპონენტები უტოლებენ პროექტის ოთხი მონაკვეთის ღირებულებას და ამბობენ, რომ პროექტის ღირებულება გაძვირდა, რაც არასწორია. 

სამტრედია-გრიგოლეთის პროექტის ღირებულებასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპონენტები არასწორ ციფრებს შეგნებულად აჟღერებენ. თითქოს პროექტის ღირებულება  რამდენჯერმე გაიზარდა. ციფრები, რომლებსაც ასახელებენ არ არის მშენებლობის ღირებულების ციფრები, ეს არის კონკრეტული პერიოდისთვის  საპროგნოზო ბიუჯეტის ათვისების სავარაუდო მოცულობები. თქვენ ამბობთ 4 მონაკვეთი რატომ არის უფრო ძვირი ვიდრე ერთი მონაკვეთი. პროექტების განხორციელება ერთდროულად არ დაწყებულა. შესაბამისად, 2013 წელს ასახულია მხოლოდ იმ ერთი მონაკვეთის ღირებულება, რომელიც იმ კონკრეტულ წელს დაიწყო. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ 4 მონაკვეთი უნდა ღირდეს ერთ მონაკვეთზე ძვირი. 
არცერთი მშენებლობის ხელშეკრულება, არ გაცდენილა იმ ღირებულებას, ფინანსურ ვალდებულებებს და პირობებს, რომლითაც გაფორმდა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ 600 მილიონით გაიზარდა პროექტი, არ არის სიმართლე,"-განაცხადა მინისტრმა. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები