ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გადახურვის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
ტაძრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწებამდე ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის – მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით უახლოეს დღეებში მოხდება ქარისგან დაზიანებული ტაძრის დროებითი გადახურვა, აგრეთვე განხორციელდა ტაძარში არსებული სიწმინდეების დაცვის მიზნით მათი შეფუთვა.
"გადახურვისთვის საჭირო სამშენებლო მასალები შემოწირულობის სახით ტაძარს ადგილობრივმა ლეჩხუმელებმა: გუჯა ნემსწვერიძემ, ბექა ნემსწვერიძემ, დათო ბენდელიანმა და შოთა ნუცუბიძემ გადასცეს.
სოფლის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სამშენებლო მასალების ატანაში და ადგილზე დასაწყობებაში მონაწილეობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
უამრავი ვიზიტორი და მომლოცველი სტუმრობს- ლეგენდარულ ხვამლის მთას, რომელიც ისტორიულ განძთსაცავს, მრავალ მითს და იდუმალებას ინახავს. ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელ ადგილს უდიდესი ძალა აქვს, ხვამლზე მოლოცვა იმედით, ძალით და წყალობით ავსებდა და ავსებს მორწმუნეებს ოდითგან,"-აცხადებენ
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.