რეკლამა

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩა სტიქიამ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩა სტიქიამ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც "ენერგოპროჯორჯიაში" განმარტავენ, სატრანსფორმატორო ჯიხურებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს და ელექტროენერგიის მიწოდება დღის მეორე ნახევარში აღდგება.

"17 ივლისს ღამით მოსულ ძლიერმას წვიმას ქალაქის ელექტრომომარაგებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. ამ დროისთვისთვის დენის მიწოდება შეწყვეტილი აქვს ბუხაიძის ქუჩას, სადაც ამჟამად მიმდინარეობს სატრანსფორმატორო ჯიხურებიდან წყლის ამოტუმბვა და ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება დღის მეორე ნახევარში. 

ლოკალური ავარიების აღგენითი სამუშაობი ინტენსიურად მიმდინარეობს. მომხმარებლების დიდ ნაწილს ელექტროენერგია აღუდგა ღამესვე ან დილით,"-აცხადებენ კომპანიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები