TOPNEWS » მთავარი თემა » ტყიბულში "გმირის დღე" აღნიშნეს

ტყიბულში "გმირის დღე" აღნიშნეს

ტყიბულში "გმირის დღე" აღნიშნეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტში პროექტ "გმირის დღის“ ფარგლებში,  2008 წლის აგვისტოს ომის, შინდისის გმირის, ნიკოლოზ ფორჩხიძისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.  

მის მშობლიურ ქალაქ ტყიბულის №4 საჯარო სკოლას  ნიკოლოზ ფორჩხიძის სახელი მიენიჭა და  გმირის მემორიალური დაფა გაიხსნა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია - „ცხარაჯვარიდან შინდისამდე“, რომელიც  მიეძღვნა ნიკოლოზ ფორჩხიძის გმირობის  ისტორიასა და მის შესახებ მოგონებებს. წიგნი ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარის, იზოლდა ნემსაძის თანაავტორობით გამოიცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტში ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი პარლამენტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი შალამბერიძე და ნიკოლოზ ფორჩხიძის ოჯახის წევრები.

გმირის დღესთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ძიროვანში ნიკოლოზ ფორჩხიძის  საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

გმირის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტყიბულში თეატრალური კვარტეტისა და  სოფო ხალვაშის კონცერტით დასრულდა.ღონისძიება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ინიციატივით განხორციელდა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu