"თეატრალური იმერეთი" 2026 დაიწყო
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მე-17 საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2026“ გაიხსნა.
ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ ქუთაისის მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია, მერის მოადგილე დავით ნიშნიანიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ფესტივალი უკვე 25 წელია თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა და მასში მონაწილეობენ საქართველოს და უცხოეთის თეატრალური დასები.
საერთაშორისო ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს თეატრალური საზოგადოების, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით იმართება.





