რეკლამა

ქუთაისის შუა საუკუნეების ნაქალაქარის გაწმენდითი სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს

ქუთაისის შუა საუკუნეების ნაქალაქარის გაწმენდითი სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს

ქუთაისის შუა საუკუნეების ნაქალაქარის გაწმენდითი სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს. 

მიმდინარე ეტაპის სამუშაოებისას მცენარეული საფრისგან უკვე გაიწმინდა ქუთაისის შუა საუკუნეების ნაქალაქარის ციტადელის (ქუთაისის ციხე) ჩრდილო-აღმოსავლეთის გარე ფერდობი. ამჟამად მიმდინარეობს ნაქალაქარის ,,შიდა ქალაქის“, ,,დედაბურჯისა“ და კვადროვანი გალავნის შიდა და გარე პერიმეტრის გაწმენდა. სამუშაოების შედეგად გაიწმინდება 2 700 კვ. მ ფართობი. 
 
ინფორმაციისთვის: გაწმენდითი სამუშაოების მეორე ეტაპი 2024 წელს განხორციელდა. გაიწმინდა ნაქალაქარის ციტადელის (ქუთაისის ციხე) ინტერიერის ცენტრალური და აღმოსავლეთის მონაკვეთები, აღმოსავლეთისა და სამხრეთის გარე ფერდობები. პირველი ეტაპი 2023 წელს დასრულდა და მცენარეული საფრისგან გაიწმინდა ნაქალაქარის ციტადელის დასავლეთი ნაწილის გალავნის კედლები, კოშკები, წმ. გიორგის ეკლესია და მინაშენები. გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარდა 1980-იან წლებში გათხრების შედეგად აღმოჩენილ  IV-VIII, XI-XV და XVI-XVII საუკუნეების არქიტექტურულ ნაშთებს, მარნებსა და ეზოს. 
 
სამუშაოებს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქუთაის-გაენათის ეპარქიასთან თანამშრომლობით ასრულებს. 

ნაქალაქარის გაწმენდითი სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები