TOPNEWS » მთავარი თემა » რა დახმარებას გასცემს ამბროლაურის მერია ახალშობილთა ოჯახებზე?

რა დახმარებას გასცემს ამბროლაურის მერია ახალშობილთა ოჯახებზე?

რა დახმარებას გასცემს ამბროლაურის მერია ახალშობილთა ოჯახებზე?

ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში კიდევ ერთი ახალშობილი დაიბადა!

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამარ ქევანაშვილმა, და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარინე ჯაფარიძემ, ახალშობილის ოჯახს ბავშვის დაბადება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

სოციალური პროგრამის ფარგლებში, ახალშობილთა ოჯახებს შეუძლიათ მიიღონ ერთჯერადი ფულადი დახმარება:
✔️ ერთი ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 500 ლარი
✔️ ტყუპი ახალშობილების შემთხვევაში – 1200 ლარი

დამატებითი სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახები იღებენ 400 ლარს, ხოლო მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ოჯახები – 600 ლარს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu