რეკლამა

ხარაგაულში, "ენერგო პრო ჯორჯია"-ს სერვის-ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ხარაგაულში, "ენერგო პრო ჯორჯია"-ს სერვის-ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა სამუშაო თათბირი საკადრო ცვლილებებით დაიწყო და მერის წარმომადგენლებს ენერგო პრო ჯორჯიას ხარაგაულის  სერვისცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.

როგორც კობა ლურსმანაშვილმა განმარტა,  აღნიშნულ სამსახურს მამუკა არაბიძე უხელმძღვანელებს, რომელიც გამოცდილი  და პროფესიონალი კადრია.

ირაკლი კაპანაძე დაინიშნა მთავარი ინჟინერის პოზიციაზე.

კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს ხარაგაულის სერვისცენტრის თანამშრომლებთან მჭიდრო და კოორდინირებული მუშაობა  დაავალა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები