TOPNEWS » მთავარი თემა » ცნობილია მომღერლები, რომლებიც ქუთაისის მოსახლეობას ახალი წლის მოსვლას მიულოცავენ
ცნობილია მომღერლები, რომლებიც ქუთაისის მოსახლეობას ახალი წლის მოსვლას მიულოცავენ
31 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ “შემოქმედებითი საქართველოს” მხარდაჭერით, ქუთაისში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების პროგრამა ასეთია:
12:00 საათიდან:
საახალწლო თეატრალური წარმოდგენა;
ზღაპრის გმირების და ანიმატორების საზეიმო მსვლელობა;
საბავშვო აქტივობები;
ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.
13:00 სთ.
კონცერტი ადგილობრივი საბავშვო-საესტრადო სტუდიების მონაწილეობით.
20:00 სთ.
საახალწლო გალა-კონცერტი:
,,ჩვენი კვარტეტი“, კახა კუხიანიძე, გიორგი ფრუიძე, PAJO (ნიკა ბიწაძე), ინდირა ჯგერნაია და ბენდი New Vision, მიმი ჯავახიშვილი, გიორგი მეფისაშვილი, ჯგუფი ,,ოჩოს ქოხი“, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, დიჯეი სომალი.
00:00 სთ - საზეიმო ფოიერვერკი.





