რაგბის ფესტივალი ლენტეხში!
28 ოქტომბერს, დაბა ლენტეხში, ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის მოედანზე, პირველად გაიმართა საერთაშორისო ტურნირი 2012 წელს დაბადებულ მორაგბეებს შორის.
ფესტივალში საქართველოს სარაგბო გუნდები - ბათუმიდან, ფოთიდან, ქუთაისიდან, სამტრედიიდან, ლენტეხიდან, ამბროლაურიდან, ხაშურიდან, ჭიათურიდან თბილისიდან და აზერბაიჯანიდან მონაწილეობდნენ.
შეჯიბრი 7-კაცას და 12-წლამდელთა თამაშის მოქმედი წესების მიხედვით ჩატარდა.
ტურნირის დასრულების შემდეგ, მსურველებისთვის, ლენტეხში, ახლად რეაბილიტირებულ მჟავე წყლის ტერიტორიაზე, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ფინალური შეხვედრის ერთობლივი ყურება გაიმართა.