22 აპრილიდან ლენტეხში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს.
ლენტეხის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები) ფუნქციონირებას შემდეგი მიმართულებით დაიწყებს:
ორშაბათს და პარასკევს: ლაშხეთი-ჩოლური- ლენტეხი. დილის 08:00 საათიდან ავტობუსი გამოვა სოფელ მელედან ლენტეხის მიმართულებით და საღამოს გავა 18:00 საათზე ლენტეხი- მელეს მიმართულებით.
ორშაბათს და ხუთშაბათს: ხელედი-ლენტეხი. დილის 08:30 საათიდან ხელედიდან ლენტეხის მიმართულებით, ხოლო საღამოს 18:00 საათიდან ლენტეხი- ხელედის მიმართულებით.
სამშაბათს და პარასკევს: ცაგერი-ლენტეხი. დილის 08:00 საათიდან ავტობუსი მოემსახურება მოქალაქეებს ცაგერიდან ლენტეხის მიმართულებით და საღამოს 18:00 საათიდან ლენტეხი ცაგერის მიმართულებით.
მათივე ცნობით, 22 აპრილიდან 13 მაისამდე ლენტეხის მერიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.