რეკლამა

უწერა-სამკურნალო წყლებით ცნობილი სოფელი რაჭაში

უწერა-სამკურნალო წყლებით ცნობილი სოფელი რაჭაში

ადგილწარმოშობის დასახელება „უწერა“.

 მთიან სოფელში, ცხენოსანმა ბავშვებმა ასეთი თქმა იციან: აქ ამოსული ყველა უცხოელი ტურისტი ცხენით მიგვყავს მდინარის სათავის სანახავად, აქ ამოსული ქართველები კი არასდროს ნახულობენ საიდან იწყება დიდი წყალუხვი მდინარეებიო. რაჭაში თუ სვანეთში, კავკასონის ქედს გასწვრივ არსებულ ყველა სოფელსა და ხეობაში გვაქვს ფუფუნება ვნახოთ თუ საიდან იწყება ჩვენი მდინარეები. როგორ ჩამოედინება მყინვარის განადნობი წყალი და როგორ იკრებს ძალას რომ დიდ მდინარედ გადაიქცეს. 

ერთ-ერთი ასეთი ადგილია უწერა. დიდი კავკასიონის სამხრეთი ფერდი, რომელიც სვანეთისა და მესტია-თიანეთის ნაპრალურ-კარსტული წყალწნევიანი სისტემების შეხების ზოლშია მოქცეული. 

უწერა უმდიდრესია მინერალური წყლების რაოდენობით და მრავალფეროვნებით. აქ არის მთელი საბადო, სადაც სხვადასხვა შემადგენლობისა და თვისების წყალი მოედინება. 

ზოგიერთი მათგანი ნომრით არის ცნობილი, მაგალითად წყაროს წყალი №12, №28, №2 ”კალცის“ წყალი, №24, რომელიც წლების განმავლობაში ქარხნულადაც ისხმებოდა, №16 შავი წყლის სახელით ცნობილი მინერალური წყალი, რომელიც ჭურჭელში მოგროვების შემდეგ, გარკვეულ დროში ფერს იცვლის. ასევე, ცნობილია წყალი სახელად ნაპერწკალა და, რაც მთავარია, გვერითა. 

წლების განმავლობაში უწერა განთქმული იყო სანატორიუმებით, სადაც სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები წყლის დასალევად ადიოდნენ და სამკურნალო მიზნით კვირაობით რჩებოდნენ. სოფელ უწერაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წყალი დღემდე ბუნებრივად მოედინება და ყოველ მათგანს სხვადასხვა დანიშნულებისთვის მოიხმარენ, იქნება ეს გულის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თუ სხვა დაავადებების სამკურალოდ. 

ზემო რაჭა ადეკვატური პროცესების ზემოქმედების ზონაშია. ეს ნიშნავს ამინდის ნორმალური მსვლელობის დარღვევას. ამინდის მკვეთრი ცვალებადობა  აცივება და ნალექების დიდი რაოდენობა დაკავშირებულია ციმბირის ანტიციკლონთან, არქტიკა  აზორის ანტიციკლონთან და ხმელთაშუა ზღვის ციკლონებთან. ასევე, თავისი გავლენა აქვს შავ ზღვასაც. საერთო ჯამში, ზემო რაჭის კლიმატური პირობები არის განსაკუთრებული და უნიკალური, რაც ამ მხარის წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მაღალ ხარისხზე აისახება. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები