რეკლამა

რაში დაიხარჯება ხარაგაულის 20 მილიონიანი ბიუჯეტი?

რაში დაიხარჯება ხარაგაულის 20 მილიონიანი ბიუჯეტი?

ხარაგაულის საკრებულომ 𝟮𝟬𝟮𝟱 წლის  ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ესწრებოდა.

მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. 

დეპუტატებს  ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ,  ვარლამ ჭიპაშვილმა წარუდგინა.

მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი  𝟮𝟬 მილიონ  𝟮𝟴𝟮 ათას 𝟲𝟬𝟬  ლარით განისაზღვრა. 

➤𝟮𝟬𝟮𝟱  წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის და  რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  - 𝟮 𝟯𝟭𝟮 𝟰 ათასი ლარი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის - 𝟯  𝟬𝟰𝟵,  𝟮𝟬𝟬  ათასი ლარი, სკოლამდელ დაწესებულებათა ფუნქციონირებაზე - 𝟯  𝟭𝟮𝟬,𝟬 ათასი ლარი, ხოლო კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის მიმართულებით - 𝟮 𝟵𝟵𝟴, 𝟭𝟬𝟬ათასი ლარი დაიხარჯება.

მერის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა ბიუჯეტის მნიშვნელობა მუნიციპალიტეტის წინსვლისთვის და პასუხისმგებლობა, რომელსაც მერია იღებს მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით.

“ბიუჯეტი, რომელიც საზოგადოების საჭიროებებზეა მორგებული – ეს არის ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა და მიზანი. 

𝟮𝟬𝟮𝟱  წლის ბიუჯეტი  მნიშვნელოვან პროექტებს ითვალისწინებს, რომლებიც ხარაგაულის ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და განათლების მიმართულებებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

აღსანიშნავია, რომ 𝟮𝟬𝟮𝟰 წელთან შედარებით 𝟮𝟬𝟮𝟱 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სოციალური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის ხარჯები.

ბიუჯეტი წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება სახელმიწფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერით და ფონდებიდან მიღებული თანხებით,”-განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები