TOPNEWS » მთავარი თემა » უამინდობის გამო, დასავლეთ საქართველოში მატარებლების მიმოსვლა შეწყდა
უამინდობის გამო, დასავლეთ საქართველოში მატარებლების მიმოსვლა შეწყდა
3 და 4 იანვარს “საქართველოს რკინიგზის” მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ.
“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი.
“ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები. არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ.
“საქართველოს რკინიგზა” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.





