TOPNEWS » მთავარი თემა » რიკოთზე ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა
რიკოთზე ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ავარია რიკოთზე. ტრაილერმა, რომელიც გვიან ღამით გადაყირავდა, მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის სამი ბავშვი. თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 3 წლის ბავშვი, 4 ადამიანი კლინიკებში გადაიყვანეს.
უმძიმესი შემთხვევის დეტალებს თვითმხილველები ჰყვებიან. მათი ინფორმაციით, ავტომობილში მშობლები და მათი სამი შვილი იმყოფებოდნენ.
ავარიის გამო რამდენიმე საათი რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც გაავრცელა.
















