TOPNEWS » მთავარი თემა » განათლების მინისტრი საჩხერეში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

განათლების მინისტრი საჩხერეში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

განათლების მინისტრი საჩხერეში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები გააცნო და რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო სასწავლო რესურსების ხარისხის გაუმჯობესებას, სასკოლო ფორმებს, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სერვისების გაძლიერებას, პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესს, ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის წესებს და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობებს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებმა.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე ესტუმრა „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიასა“ და სოფელ ბაჯითში მდებარე პროფესიული კოლეჯ „სპექტრის“ სასწავლო ბაზას, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნო.

შეხვედრას ესწრებოდნენ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის დელეგატი პაატა კვიჟინაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu