TOPNEWS » მთავარი თემა » ვანის სოფელ მთისძირში მცხოვრები ეთერ შენგელია 100 წლის გახდა
ვანის სოფელ მთისძირში მცხოვრები ეთერ შენგელია 100 წლის გახდა
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძემ სოფელ მთისძირში მცხოვრებ ეთერ შენგელიას 100 წლის იუბილე მიულოცეს და იუბილარს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.
ეთერ შენგელიას 4 შვილი, 7 შვილიშვილი და 9 შვილთაშვილი ჰყავს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დღეგრძელთა (100 და მეტი წლის) დახმარების ფარგლებში ეთერ შენგელიას საჩუქრად 2000 ლარი გადაეცა.





