TOPNEWS » მთავარი თემა » ონის შესასვლელში გადაადგილება კვლავ საფრთხისშემცველია-მერია განცხადებას ავრცელებს
ონის შესასვლელში გადაადგილება კვლავ საფრთხისშემცველია-მერია განცხადებას ავრცელებს
ონის მერია განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობის აფრთხილებს.
"ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად ფერდობიდან ქვის ცვენის საფრთხე კვლავ არსებობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საღამოს 20:30 საათიდან დილის 9:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე მოერიდოთ ყველანაირი ავტოტრანსპორტით გადაადგილებას,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ონის შესასვლელში ფერდობიდან ქვათაცვენა გასულ კვირაში მოხდა, რის გამოც გზა ჩაიკეტა.





